
ბათუმის მერს "ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოში იბარებს.
ოპოზიციის ინფორმაციით სხდომაზე "ქართული ოცნება" მხოლოდ თანამდებობების გადანაწილებას გეგმავს და არა იმ პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, რაც ზღვისპირა ქალაქს აქვს.
ოპოზიციას არჩილ ჩიქოვანთან შეკითხვები აქვთ, მათ შორის ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის მოუგვარებელ ინფრასტრუქტურაზე, გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობასა და ავარიული სახლების პროგრამაზე. დეპუტატები ამბობენ, რომ საკრებულომ უნდა დაიწყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნების განხილვა და ამ საკითხზე უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე