ჩერნიგოვის ოლქზე ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

გამოქვეყნდა:

ოკუპანტებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ჩერნიგოვის ოლქზე. ინფორმაცია ტელეგრამის არხზე ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა გაავრცელა.  მისი ცნობით, ოლქში 3 რაკეტა ჩამოაგდეს, ნგრევის შესახებ კი ინფორმაცია ზუსტდება.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ჩერნიგოვში სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა და დაზიანდა თითქმის 3500 შენობა. 

რეგიონი ოკუპანტებისგან აპრილის დასაწყისში გაათავისუფლეს. მიმდინარეობს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების განაღმვა. 

[ფოტოარქივი]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი