
უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული 1200 ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ ამოსაცნობია - ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი, იგორ კლიმენკო ავრცელებს.
კლიმენკოს თქმით, ცხედრები ნაპოვნია მასობრივ საფლავებში საიდანაც დაღუპულთა დაახლოებით 75% მამაკაცია, 2% ბავშვია, ხოლო დანარჩენი ქალი.
მისივე თქმით, ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მათი იდენტიფიცირება რთულია.
გავრცელებული ცნობებით, 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მხოლოდ კიევის რეგიონში, ასევე ქალაქ ბუჩაში, მხოლოდ ერთ სამარხში 116 ცხედარი იპოვეს.