ხმაური წალენჯიხის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მერის, გია ხარჩილავას ინიციატივით რეორგანიზაციის ახალ გეგმას მოჰყვა.
ოპოზიციონერი მერის ინფორმაციით, მმართველი პარტიის 9-წლიანი მმართველობისას, მხოლოდ წალენჯიხის მერიაში, პარტიული ნიშნით დასაქმებულ აქტივისტებზე, ბიუჯეტიდან, ხელფასების სახით გადახდილი თანხა ორ მილიონს ლარს აღემატება.
პროექტის თანახმად, იგეგმება პრიორიტეტების მიხედვით კონკრეტული სამსახურების გაერთიანება და ახალი მიმართულებების შექმნა, დაზოგილი თანხები კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხალხს მოხმარდება, პროექტს მხარი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" არ დაუჭირა.