
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მთავარი საფიქრალი ახლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა, რადგან მისი თქმით, დღეს ევროპასთან დაახლოების ყველაზე მეტი შანსია.
"ჩვენ, მთავარ საკითხებსა და იმ მოლოდინზე ვისაუბრეთ, რასაც ყველა ერთად 24 ივნისს ველოდებით. იცით, რომ მას სამუშაოდ თავისი ცალკე ხაზი აქვს, სადაც თავის დასავლელ კოლეგებსა და თავის მეგობრებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე ესაუბრება, რადგან იმ გარემოებებზე, რაც ქვეყანაშია, მათ შორის, ნეგატიურ დამოკიდებულებებზე ძალიან წუხს.
ეს შანსი არ შეიძლება ქართველმა ხალხმა დაკარგოს და აუცილებლად გამოსაყენებელია, სწორედ ამ კონტექსტში, სწორედ ამ დროს, როდესაც ყველაზე მეტი შანსი გვაქვს ვიყოთ ევროპასთან, ეს არის მისი ფიქრი დღეს - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ კლინიკა ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ.