
უკრაინის მთავრობამ ქვეყნიდან უკრაინული ქვანახშირის, მაზუთისა და გაზის ექსპორტი აკრძალა - სპეციალური განკარგულება 10 ივნისით თარიღდება.
ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტმა უკრაინაში, უკვე შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი მომავალი ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინა მომავალი ზამთრისთვის უნდა მოემზადოს, რადგან ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში - "ამ დროს ჩვენ არ გავყიდით ჩვენს გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეების შიდა საჭიროებებზე" - თქვა ზელენსკიმ.