თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას... - კვლევა "იმედის" დაკვეთით

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების განცხადებების პარალელურად, რომელიც ოპოზიციას, ევროპას, ამერიკას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კრიტიკულ მედიას, უკრაინის ხელისუფლებას და განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეებს ქვეყნის "ომში ჩათრევის" მცდელობებში ადანაშაულებს, ტელეკომპანია "იმედი" მათი თქმით, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც მათივე დაკვეთით "გორბიმ" ჩაატარა.

თითქმის ყველა კითხვა "ომზე" და "მეორე ფრონტზეა"

მაგალითისთვის, ერთ-ერთი შეკითხვა ასე ჟღერს - თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია;

11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 83,6% აცხადებს, რომ საქართველო ომში არ უნდა ჩაებას; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

ერთ-ერთ შეკითხვა კი ასე -  ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან? პასუხების მიხედვით, ერთნაირი შედეგი აქვს აშშ-სა და რუსეთს:

  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;
  • რუსეთი -12,4%;
  • აშშ - 12,4%;
  • უკრაინის ხელისუფლება - 8,6%;
  • საქართველოს ხელისუფლება - 2,1%;
  • ევროკავშირი - 1,2%;
  • არც ერთი - 12,6%
  • არ ვიცი - 22,2% 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი