პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, 2 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მისცეს.

სამინისტროს ცნობითვე, საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი