საზმაუ-ს სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი დარღვევებით მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობს - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შესარჩევმა კომისიამ პარლამენტს სამ ვაკანტურ ადგილზე რვა კანდიდატურა წარუდგინა მაშინ, როდესაც პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიას "სულ ცოტა, სამჯერ მეტი კანდიდატურა" უნდა წარედგინა.

მოვუწოდებთ პარლამენტს, შეაჩეროს სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევა და კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს კონკურსის მიმდინარეობა - წერია ორგანიზაციის "ფეისბუქ" გვერდზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი