მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია - ზარქუა

გამოქვეყნდა:

ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს "შეახსენებს" , რომ ხელისუფლებას "ომში ჩართვაზე" განცხადებები ჰაერიდან არ მოუტანია. ზარქუა დიპლომატის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს უკრაინის ხელისუფლება მოუწოდებს:

„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას, ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩევლები, რომლებიც ამბობდნენ - რა ცუდია, რომ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" არ არიან ხელისუფლებაში, რადგან მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. მაშინ ეს რა არის? ე.ი. ისინი რუსულ ინტერესებს ასახიერებდნენ? ანუ მათ უკან დგას რუსეთი? კითხვას ვსვამ. შეგიძლიათ ერთი თემა მითხრათ, რომ ჩვენი გუნდის წევრმა თქვა, რომ ამერიკას ომი უნდა?! ერთი მითხარით, ვინ თქვა? "- აცხადებს დეპუტატი ზარქუა.

განცხადებები თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსულ დეზინფორმაციაზე სპეციალური განცხადება ცოტა ხნის წინ, აშშ-ს საელჩომაც გაავრცელა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი