რუს პენსიონერებს 1 ივლისიდან პენსიის 20%-ს ჩამოაჭრიან - მედია

გამოქვეყნდა:

რუს პენსიონერებს სიურპრიზი ელით: ივლისიდან მათ ნაწილს პენსიის 20% ჩამოაჭრიან - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. 

გამოცემის ცნობით,რუსეთში საპენსიო ფონდის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს პენსიონერები, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ზოგიერთ მათგანს პენსიიდან 20% დაუკავდებათ, რაც საშუალოდ 3 600 რუბლია.

პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება გავრცელდება მათზე, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვს და რომელთა პენსიას საპენსიო ფონდი ჩამოწერს ვალების დასაფარად. რუსული მედია წერს, რომ "ეს დიდი დარტყმაა პენსიონერების ოჯახის ბიუჯეტისთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი