რუს პენსიონერებს სიურპრიზი ელით: ივლისიდან მათ ნაწილს პენსიის 20% ჩამოაჭრიან - ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
გამოცემის ცნობით,რუსეთში საპენსიო ფონდის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს პენსიონერები, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ზოგიერთ მათგანს პენსიიდან 20% დაუკავდებათ, რაც საშუალოდ 3 600 რუბლია.
პირველ ეტაპზე გადაწყვეტილება გავრცელდება მათზე, ვისაც საბანკო ვალდებულებები აქვს და რომელთა პენსიას საპენსიო ფონდი ჩამოწერს ვალების დასაფარად. რუსული მედია წერს, რომ "ეს დიდი დარტყმაა პენსიონერების ოჯახის ბიუჯეტისთვის".