რუსეთი სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში ჩარჩენილ უკრაინელებს ევაკუაციას, სამხედროებს კი ჩაბარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

რუსეთი სევეროდონეცკის ქარხანაში ჩარჩენილი უკრაინელებს ევაკუაციას სთავაზობს - ინფორმაციას BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსეთი შექმნის ჰუმანიტარულ დერეფანს სევეროდნეცკის აზოტის ქიმიურ ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის. როგორც კრემლი აცხადებს, მშვიდობიან მოქალაქეებს ოკუპირებული ლუგანსკის ნაწილში გადაიყვანენ.

"ჰუმანურობის პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები მზად არიან მოაწყონ ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთი აცხადებს, რომ სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში მყოფ უკრაინელ მებრძოლებს ხვალ ჩაბარების შესაძლებლობა შესთავაზეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი