"ტოქსიკური მედია" - გახარიას თავდასხმა მედიაზე და არასამთავრობოების პასუხი პრემიერს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ თბილისის მერის "სიმართლის მუშტი" მედიაში არსებული ტოქსიკური გარემოს შედეგია. გიორგი გახარია ამბობს რომ საქართველოში მედიაგარემო ტოქსიკურია.

მედიაგარემო და მედიასივრცე გახდა უაღრესად ტოქსიკური, სადაც სქემა მუშაობს შემდეგნაირად: ფეიკ ნიუსი, შემდეგ ამ ტყუილზე აგებული პროპაგანდა, შემდეგ უკვე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება. საბედნიეროდ, ასეთ "ფეიკ ნიუსებს" სიცოცხლისუნარიანობა აქვს ძალიან პატარა" - ამბობს გახარია.

პრემიერ მინისტრის ამ შეფასებსას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები არსამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრისგან ასეთი განცხადებები მიუღებელია:

არადამაჯარებელია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მედიის დაცვისა და ყალბი ამბებისგან დაცვის საკითხებზე. სამწუხაროდ ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ  - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე

მედიაგარემო არაფრით არ არის უარესი იმაზე რაც ზოგადად ქართულ პოლიტიკაში და საქართველოს რეალობაში ხდება. როდესაც ტოქსიკურობაზეა საუბარი მედიის, ამას ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ. ეს არ არის ცალკე ოპოზიცის, ან ცალკე ხელისუფლების დამსახურება - ამბობს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი