
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებიდან გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს - ინფორმაციას ნავალნის პრესმდივანი, კირა იარმიში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც იარმიში twitter-ზე წერს, ნავალნის უფლებადამცველი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე საათი გააჩერეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ ასეთი მსჯავრდადებული მათთან არ იყო.
მისივე ინფორმაციით, ნავალნის გადაყვანაზე წინასწარ არ იყვნენ ინფორმირებული არც ადვოკატები და არც ახლობლები, თუმცა ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერის გადაყვანას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აპირებდნენ - "გავრცელებული ინფორმაციით, მის გადაყვანას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში „მელეხოვოში“ აპირებდნენ, თუმცა რეალურად მიჰყავთ თუ არა და როდის, ჯერჯერობით უცნობია" - წერს იარმიში
ნავალნი გასული წლის თებერვლიდან პატიმრობაშია. რუსულმა სასამართლომ ის 2 წლითა და 8 თვით, საერთო რეჟიმის კოლონიაში მას შემდეგ გაგზავნა, რაც გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მოწამვლის მცდელობის შემდეგ მკურნალობდა.
2022 წლის მარტში ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით. პოლიტიკოსმა ეს სასჯელი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადეს.