ვის უნდა ომი და ვინ არის სინამდვილეში ქვეყნის მტერი | რუსული დეზინფორმაცია საქართველოში

გამოქვეყნდა:

ვინ არის სინამდვილეში ქვეყნის მტერი და ვის უნდა ომი საქართველოში? რუსული პროპაგანდის საპასუხოდ შეერთებული შტატების საელჩო იძულებული ხდება საზოგადოებისთვის განმარტებები გააკეთოს. ქვეყნის მთავარი პარტნიორი დარწმუნებულია, რომ რეალობის შეცვლას საქართველოში ვერავინ შეძლებს.

ეს განცხადება დროში ემთხვევა "ქართული ოცნების" ბოლო დროის რიტორიკას და სახელისუფლებო მედიისთვის დაკვეთილი ყალბი საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ხელისუფლება კრემლის რიტორიკის ფარგლებში მოქმედებს.

ვაშინგტონის წარმომადგენლობა დღეს კიდევ ერთხელ გახდა იძლებული შეეხსენებინა ადრესატებისთვის, რომ მტერი საქართველოსა და უკრაინასაც მხოლოდ ერთი ჰყავს - და ეს რუსეთია. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი