
ხელისუფლების მედია პროპაგანდა სულ უფრო მასშტაბური ხდება. მაშინ როდესც ქვეყანა ევროკავშირის უმნიშვნელოვაეს გადაწყვეტილებას ელოდება, საერთაშორისო ურთიერთობებში გააქტიურების ნაცვლად ივანიშვილის ხელისუფლება პროცესის ჩაშლას ყველა გზით ცდილობს.
"ქართული ოცნება" ხალხს არწმუნებს, რომ ოპოზიცია დასავლელი პარტნიორების ხელშეწყობით საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს. ამ ანტიდასავლური აქცენტების გამოსაკვეთად მმართველი კლანი საკუთარი კონტროლის ქვეშ მყოფ ტელეკომპანიებს უკვეთავს სოციოლოგიურ გამოკითხვებს და შემდეგ ცდილობს ეთერში დაამტკიცოს, რომ ანტიდასავლური განწყობები ქვეყანაში რუსეთისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას გაუტოლდა.
ავტორი: ნინიკო გიგაური