ბრიუსელში დამხვდა გაფუჭებული საქმე - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"...ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია".

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი