ზურაბიშვილი: შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას უდროოს უწოდებს და აცხადებს, რომ „თუ შედეგიანი პოლიტიკა გვინდა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ“.

„შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას - კი. ჩვენ თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ.

ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა - ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი