სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, გადადონ შეკრება - მან ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა
"მივმართავ 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს, თუ დაფიქრდებიან, შეიძლება გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება. ახლა, ჩემი აზრით, არ არის დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების დაყოფის. ამავდროულად ვაფრთხილებ, ხელისუფლებას, რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე იქნება. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე შეკრება 16 ივნისს თავად დააანონსა და ხალხს იქ მისვლისკენ მოუწოდა.
"სირცხვილია" პირველი იყო, ვინც აქცია "შინ ევროპისკენ" სწორედ 20 ივნისს, 20 საათზე დააანონსა. მათ დღეს მოძალადეთა დაჯგუფება კონტრაქციით დაემუქრა.
აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის აქციაზე "პროვოკაციები" გუშინ ღარიბაშვილმაც დააანონსა.