
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ 16 ივნისს აქციის დაანონსება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვიოს და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი.
"16-ში აქციის დაანონსება როდესაც უკვე დაანონსებული იყო აქცია 20 ივნისს, მათ შორის იმის გათვალისწინებით რომ 20 ივნისი არის თარიღი რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას, იყო არასწორი და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ დაბნეულობა შეიტანოს მოსახელობაში და დააგდოს 20 ივნისის აქციის მუხტი
მიუხედავად ამისა, ვისაც სურვილი ექნება, ცხადია შეუძლია მივიდეს 16 ივნისის აქციაზე
მაგრამ მთავარი ერთიანობის გზავნილი ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა უნდა მიიღონ 20 ივნისის აქციიდან
ამიტომ ყველანი რუსთაველზე, 20-ში!", - წერს ზურა ჯაფარიძე.
ცნობისთვის, ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა სირცხვილიას 20 ივნისს ჩანიშნული ბრიფინგის გაუქმებისკენ მოუწოდა და თავად კი აქცია 16 ივნისს დანიშნა.