"ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ" - გახარია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ - აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერ მინისტრი არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს ქვეყნის მტრებში და ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, მთავრობისთვის ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა:

დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, მე რაც მამოძრავებს პირადად, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“ - ამბობს გახარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი