"თავად შეეძლო შემოერთებოდა 20 ივნისის აქციას... ეს გახლეჩვის მცდელობაა" | მშვენიერაძე პრეზიდენტის მიერ ჩანიშნულ შეკრებაზე

გამოქვეყნდა:

"არც 16-ში, არც 20-ში, არც 22-ში და არც 24-ში, არც ცხელ ზაფხულში და არც სუსხიან ზამთარში დამზარდება აქციაზე მისვლა, სადაც ის ადამიანები დამხვდებიან, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს და იქ დგომით ამას მოითხოვენ. მაგრამ პრეზიდენტს თუ მართლა ის სურდა რის შესახებაც ისაუბრა, უბრალოდ თავად შეეძლო შემოერთებოდა 20 ივნისის აქციას, რომელიც უკვე დაანონსებულია როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი და სადაც ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ კარი ღია იყოს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა თუ პარტიულობისა.

ამიტომ, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, ქალბატონი სალომეს დაანონსებული 16 რიცხვის აქცია, ნებსით თუ უნებლიედ, არა საზოგადოების ევროკავშირისადმი მხარდაჭერის ნიშნით გამაერთიანებელი, არამედ 20 ივნისის აქციის გახლეჩვის მცდელობაა" - წერს იურისტი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე და სალომე ზურაბიშვილის მიერ 16 ივნისს ჩანიშნულ აქციას ეხმაურება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი