პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირდაპირ ეთერში დაამტკიცა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარლამენტის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა და კანონპროექტი პირდაპირ ეთერში დაამტკიცა.

ზურაბიშვილი მადლობას უხდის ყველას, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ცვლილებების მიღებაში იყო ჩართული. პრეზიდენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მიღწეული შედეგი საქართველოს ყველა მოქალაქეს მიულოცა.

მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ პანდემიაც ვერ შეგვიშლის ხელს ამაში, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი