პრეზიდენტის განცხადება არ მომისმენია, ჩემი ახსნა მაქვს განაჩენში - მოსამართლე ჩხიკვაძე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება არ მოუსმენია. სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ მის წინააღმდეგ სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმა გამოიყენეს მაშინ, როცა ქვეყანამ იცოდა ეს საკითხები ევროპარლამენტის რეზოლუციაში დადგებოდა.

"არ მომისმენია სიმართლე გითხრათ. ვერ გეტყვით. მე ჩემი ახსნა მაქვს განაჩენში და იხელმძღვანელეთ განაჩენით", - თქვა ლაშა ჩხიკვაძემ. 

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიკა გვარამიას განაჩენი მოხვდა, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "კლანის" წევრი მოსამართლეების დასანქცირებას ითხოვენ.

ლაშა ჩხიკვაძემ არ უპასუხა "მთავარი არხის" კითხვას, ფიქრობს, თუ არა, რომ შესაძლოა მომავალში უფრო სერიოზული სანქციები შეეხოს. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენის დასაბუთება გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა პრეზიდენტს მიმართა შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ომბუდსმენის განცხადებით, სასამართლომ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს თავი აარიდა, ხოლო განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. იგივე აზრზეა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", რომელმაც 5 მიზეზი გამოაქვეყნა, თუ რატომაა ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელი.

შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამიას ბორკილები სასამართლო დარბაზშივე დაადეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი