
აშშ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ულოცავს. სახელმწიფო დეპარტამენტი ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე გაატაროს
საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის არჩევანს. წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომი პერიოდების სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია, რამდენადაც არჩევნების ჩატარება - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, საბოლოოდ დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარდება.