გახარიას პარტია მონაწილეობას არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაგეგმილ აქციებში არ მიიღებს

გამოქვეყნდა:

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა და თქვა, რომ პარტიისთვის მთავარი ამოცანაა უცხოელი პარტნიორები დაარწმუნონ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

"მთავარი არ არის აქცია 16 ივნისს იქნება თუ 20 ივნისს იქნება, მთავარია პოლიტიკური ნება, იმისა, რომ ქვეყანაში რეალურად შეიცვალოს არსებული სიტუაცია და ეს ქვეყანა მართლა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანა არის ჩვენ პარტნიორებთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რასაც ვაკეთებდით მაგალითად ბრიუსელში ვიზიტის დროს, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და შემდგომ გავაგრძელოთ ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ გპასუხობთ, რომ არცერთ აქციაში ჩვენ პირადად არ ვიღებთ მონაწილეობას", - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

"გავრილოვის ღამის" შემდეგ პარლამენტთა აქციები 20 ივნისის ყოველ წელს იმართება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ძალის გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა ასობით მოქალაქე, რამდენიმე მათგანმა რეზინის ტყვიების გამო მხედველობა დაკარგა. დაზარალებულებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მოგვიანებით ის დააწინაურეს და პრემიერი გახდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი