ისიც უნდა დაემატებინა, რომ რეზოლუციაში არასწორი, არასამართლიანი ფაქტები იყო - მაჭარაშვილი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა ის იმ განცხადებაში, როდესაც აღნიშნა, რომ ქართული ოცნების მხრიდან არ იყო სათანადო სამუშაოები ჩატარებული, რადგან არ არსებობდა კვირა, რომ ან საპარლამენტო ან სამთავრობო დელეგაცია არ ყოფილიყო ბრიუსელში. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებულ საკითხს, კარგია, რომ მან დააფიქსირა, რომ ეს იყო აბსოლუტურად უადგილო რეზოლუციაში, არასწორი და არასამართლიანი, თუმცა, ამავდროულად, იქვე ალბათ, ჩემი აზრით უნდა დაემატებინა ის, რომ ბევრი არასწორი და არასამართლიანი ფაქტები იყო ამ რეზოლუციაში.

ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც მმართველი გუნდი გააკრიტიკა და თქვა, რომ "არაფერი გააკეთეს" ევროპარლამენტის რეზოლუციაში ივანიშვილის სანქცირებაზე ჩანაწერის თავიდან ასაცილებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი