"მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ" - კობახიძემ ზურაბიშვილის ინიციატივას არასერიოზული უწოდა

გამოქვეყნდა:

ასეთ დროს, როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა კუთხით, ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ - განაცხადა ოცნების თავმჯდომარე კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის დაანონსებულ ხვალინდელ აქციაზე. კობახიძემ ინიციატივას არასერიოზულიც უწოდა:  

"ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს." განაცხადა კობახიძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი