ზელენსკი მიწვეული იქნება ნატო-ს მადრიდის სამიტზე - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ალიანსის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით მან ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ სამიტზე ზელენსკის დასწრება მოსალოდნელია იმ ფორმატში, რომელშიც ის შეძლებს მონაწილეობის მიღებას.

"პრეზიდენტი ზელენსკი მიწვეული იქნება მადრიდის სამიტზე, რათა მიმართოს ლიდერებს, როდესაც მათ შევხვდებით თვის ბოლოს. ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით მას პირადად და თუ ეს შეუძლებელია - ვიდეო ფორმატში", - თქვა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ნატოს სამიტი მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება. სამიტზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების აუცილებლობა იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი