"კარდინალური მკურნალობაა საჭირო, ამისთვის საჭიროა მკურნალობა ქვეყნის გარეთ" | ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივამედში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოინახულა. ვაშაძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.

"კარდინალური მკურნალობა არის საჭირო, კარდინალური მკურნალობისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ გაყვანა და მოინახოს სამართლებრივი გზა, რომ ის, რასაც საქართველოს საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი ითხოვს, ეს შესრულდეს და ერთხელ და სამუდამოდ გადავშალოთ ეს ფურცელი დაპირისპირების, პოლარიზაციის, ერთმანეთის ლანძღვა-გინებისა და ევროპას დავანახოთ, რომ მარტო ევროკავშირის მიმართ კი არ ვართ ერთიანი, ყველა ეროვნული ინტერესის მიმართ ვართ ერთიანი.
არ ვიცი რა ექსპერტიზაა საჭირო, როცა შეუიარაღებელი თვალით და საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე ჩანს, რომ ადამიანს აქვს ანორექსია, ანემია", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი