
სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხელისუფლება მორიგ შტურმს აანონსებს. რამდენიმესაათიანი ინტერვალით "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ძალოვან სტურუქტურებს ახალი დირექტივები მისცა.
ირაკლი კობახიძის მორიგი უარგუმენტო და აბსურდული ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ ცნობილი ხდება გეგმა, რომლითაც ოლიგაქრიული რეჟიმი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს. საარსებო ფინანსური რესურსების მაქსიმალურად შეზღუდვის შემდეგ, "ქართული ოცნება" ტელევიზიებში შავ ფულს ეძებს და ახალ საგამოძიებო საქმეებს ამზადებს.
ავტორი: გუგა მაისურაძე