პრეზიდენტი "ოცნების" წინააღმდეგ? | პოლიტიკური დაპირისპირება თუ ივანიშვილის მორიგი ტრიუკი

გამოქვეყნდა:

დიდი პოლიტიკური დაპირისპირება, თუ მორიგი სპექტაკლი ამომრჩევლისთვის. სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა საბოლოოდ გააფორმა რღვევა "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, მაგრამ მოტივი ჯერ კიდევ გაუგებარია.

გარეგნულად ქვეყნის მეთაურის განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ევროინტეგრაციაში წარუმატებლობას და ბიძინა ივანიშვილის სახიფათო მდგომარეობას "ქართული ოცნების" არასათანადოდ ეფექტურ საქმიანობას უკავშირებს. ეს კი პირდაპირ ნიშნავს მმართველ პარტიასთან, მთვრობასთან და პარლამენტთან დაპირისპირებას.

თუმცა ოპოზიციისთვის ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანის ოპონენტები ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ მოვლენები კვლავ ოლიგარქის მიერ დაწერილი სცენარით ვითარდება. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი