ნატო-ს თვითმფრინავები "აფხაზეთის საზღვარს" არღვევენ და სადაზვერვო მონაცემებს აგროვებენ- ბჟანია

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია საჭიროდ მიიჩნევს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის ოპერატიული კომპონენტის გაძლიერებას. 

ამის შესახებ მან აღნიშნული "უწყების" 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე ისაუბრა. ბჟანიას მტკიცებით, ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავები მათ "საჰაერო საზღვარს" არღვევენ

"ძვირფასო კოლეგებო, მოდის რთული დრო, ძალიან რთული დრო. ალბათ შენიშნეთ რამდენი უპილოტო საფრენი აპარატი არღვევს ჩვენს საზღვარს და აგროვებს სადაზვერვო მონაცემებს? მიმართა ბჟანიამ "უწყების წარმომადგენლებს და გაიხსენა "თავდაცვის სამინისტროს" ანგარიში, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ, "სახელმწიფო საზღვრის" დარღვევის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი