მთავარი ბიჭები - იუმორისტული გადაცემა კადრს მიღმა

გამოქვეყნდა:

სანამ მთავარი ბიჭები თქვენს ეკრანებთან ისევ გამოჩნდებიან, გაჩვენებთ, რა ხდება კამერებს მიღმა, კულისებში.

რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ილო, ვანიკო და ნიკა შოუს წაიყვანენ, კადრს მიღმა სცენარს გადიან, თუმცა ისევე როგორც გადაცემის მსვლელობისა, აქაც მთავარია იმპროვიზაცია.

მას შემდეგ, რაც სტუდია განათდება, ყველაზე მხიარული და ენერგიული ბიჭები უკვე მაყურებელს ესალმებიან და ყველაზე აქტუალური თემების განხილვას იწყებენ, თუმცა ისე არა, როგორც სხვა გადაცემებში. აქ კიდევ უფრო მეტი იუმორით სავსე კრიტიკაა - როგორც სხვების, ასევე საკუთარ თავისაც. 

შოუ, რომელიც სიახლეა ქართულ ტელესივრცეში, მაყურებელმა ერთ კვირაში უკვე შეიყვარა - ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის წამყვანები არიან, რომლებიც უკვე წლებია თქვენს განწყობაზე ზრუნავენ. ახლა უკვე სამივე ერთად მაქსიმალური შესაძლებლობაა, რომ ორშაბათი საღამო მართლაც გამორჩეული იყოს. 

მეორე გადაცემის სტუმარი ლელა წურწუმიაა. მომღერალი, რომელიც ყოველ გამოჩენაზე მაყურებლის გაოცებას ახერხებს. დღეს ახალ ისტორიებს მოვისმენთ და ვნახავთ, თუ ვინ გაიმარჯვა მთავარი ბიჭების თამაშებში. 

იუმორით, სახალისო თამაშებითა და ბევრი მხიარულებით სავსე გადაცემა ყოველ ორშაბათს, საღამოს 10 საათზე "მთავარ არხზე" გელოდებათ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი