"მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში ტყვია მოხვდა ქვეყანას" | წულუკიანი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

"არც კი ვიცი, საიდან შეიძლება დაიწყო ამ ბრიფინგის შეფასება, იმდენად ბევრი უსამართლობა, ბევრი ფაქტობრივი შეცდომაა...მოკლედ ვფიქრობდი, რა შეიძლება ითქვას მთავრობასთან მიმართებაში, ალბათ ასე შეიძლება ითქვას, რომ მან ესროლა მთავრობას და სინამდვილეში ტყვია მოხვდა ქვეყანას, სინამდვილეში მე ასეთი განცდა დამრჩა.

მას უნდოდა მთავრობის დაზიანება, მაგრამ ალბათ, მისდა უნებურად, მისი ბრიფინგები პირდაპირ მიეძღვნა დაზიანების იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ ის სტატუსი, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით და როგორც მან თქვა, ისიც მიისწრაფვის და მე ამის მჯერა".

- ასე გამოეხმაურა იმედის ეთერში კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი