საკონსტიტუციო ცვლილებებს გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება.

კვირიკაშვილმა განცხადება "ფეისბუქით" გაავრცელა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი პოლიტიკურად მრავალფეროვანი და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის იქნება

მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.
ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის - წერს კვირიკაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი