ასე აქცენტირება, თუ კანდიდატის სტატუსი ამ დღეებში ვერ მივიღეთ, შინაგანად არ მგონია სწორი ფორმულირება - სერგეენკო

გამოქვეყნდა:

მოლოდინები ცალსახად პოზიტიური მაქვს, თუკი რაიმე მიზეზით სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ პირიქით, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ ევროპისკენ - ასეთია, "ქართული ოცნების" წევრის დავით სერგეენკოს მოლოდინი ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

"მოლოდინები ცალსახად პოზიტიური მაქვს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს, ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ თუკი რაიმე მიზეზით სხვა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ჩვენ რაღაც ხელი უნდა ავიღოთ ამ მიმართულებით სიარულზე. პირიქით, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც კი ხდება ქვეყანაში და რაც კი ხდება ქვეყნის გარეთ ქვეყანასთან მიმართებაში, თუმცა ასე აქცენტირება თუ კანდიდატის სტატუსი ამ დღეებში ვერ მივიღეთ, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, შინაგანად არ მგონია სწორი ფორმულირება", - ამბობს დავით სერგეენკო 

შეგახსენებთ, რომ ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა განიხილონ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის განაცხადი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი