24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვები და ობლები ოკუპირებულ ხერსონში, რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ-საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ ხერსონში, 24 თებერვლის შემდეგ დაბადებული ბავშვებს რუსეთის მოქალაქეობას მისცემენ - ინფორმაციას, რუსული სამთავრობო მედია Ria დროებით ოკუპირებული ხერსონის ე.წ ხელმძღვანელის მოადგილეზე, კირილ სტრემუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები პასპორტებს უკრაინელ ობლებსაც დაურიგებენ.


ცნობისთვის, 11 ივნისს, სამხრეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ ცნობს რუსულ პასპორტებს, რომლებიც გაცემულია უკრაინელებისთვის ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონების ოკუპირებულ ნაწილებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი