ევროპის მეოთხე ქვეყნის ლიდერი უკრაინაში-კიევში დღეს რუმინეთის პრეზიდენტიც ჩავიდა

გამოქვეყნდა:

მაკრონის, შოლცისა და დრაგის შემდეგ კიევში დღეს რუმინეთის პრეზიდენტიც ჩავიდა. Bild-ის ცნობით, კლაუს იოჰანესი საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია უკრაინის დედაქალაქში, რომ შეერთებოდა სამი ქვეყნის ლიდერის ვიზიტს.

იოჰანესმა უკრაინაში ჩასვლის თაობაზე ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია და ფოტომასალა:

"დღეს კიევში ჩემს ევროპელ კოლეგებთან- გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერთან ერთად, რომ 
გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისადმი. ეს უკანონო რუსული აგრესია უნდა შეწყდეს!" წერს რუმინეთის პრეზიდენტი. 

კლაუს იოჰანესი კიევში ბუქარესტიდან დამოუკიდებლად გაემგზავრა, რადგან სამი ლიდერის მატარებელში ადგილი აღარ იყო, მათი მრავალრიცხოვანი დელეგაციისა და დაცვის გამო.

შეგახსენებთ, უკრაინაში დღეს ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერი - ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი ჩავიდნენ. ისინი უკვე იმყოფებოდნენ ოკუპანტების მიერ განადგურებულ ირპენში.  დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი