
ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქალაქ სევეროდონეცკში, სადაც რამდენიმე კვირაა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი - „100 000 მოსახლიდან დაახლოებით 10 000 რჩება“ - წერს გაიდაი ტელეგრამზე.
მისივე თქმით, უკრაინის არმია "მტერს მაქსიმალურად აკავებს" ქალაქში. იქ დარჩენილი მოსახლეობა კი თავს ბუნკერებსა და აზოტის ქარხანას აფარებს. არის წყლის, საკვების, ელექტროენერგიის მიწოდების დეფიციტი, ასევე მძიმე სანიტარული მდგომარეობა.