მორიგი ხანძარი რუსეთში | ცეცხლი ამჯერად გაზპრომის ერთ-ერთ უმსხვილეს საბადოს გაუჩნდა [VIDEO]

გამოქვეყნდა:

მორიგი ხანძარი რუსეთში - უკრაინული მედიის ცნობით, ხანძარი 15 ივნისს ღამით, გაზპრომის "დობიჩა ურენგოს" უბანზე მეშვიდე და მერვე საბადოებს შორის 1,4 მეტრი დიამეტრის მილის დაზიანების გამო მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ურენგოს საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, რეზერვების მიხედვით მხოლოდ ყატარისა და ირანის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი