
"ფლანგვის დეტექტორის" კვლევით, მხოლოდ ივნისში პრემიერი ღარიბაშვილის გვერდის მოწონების Fb-პოსტის რეკლამა დაახლოებით ₾ 17,887 დაჯდა.
პრემიერმა $300-399-ით დაარეკლამა უკრაინისადმი არამეგობრული განცხადება მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ამასთან, პრემიერის გვერდი $100-ზე ნაკლებს ხარჯავს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს მოვლენები, როგორიცაა მისი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა ევროპარლამენტარებთან.
2020-2022 წლებში პრემიერმინისტრის facebook გვერდის დასპონსორებაში ჯამში $135,655 დაიხარჯა, საიდანაც $66,069 საქართველოს მთავრობამ, ხოლო $20,258 თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა გადაიხადა.