
სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე, თავის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივიდა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ხალხთან ახლოს სურს ყოფნა" და მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს შეხვდება, მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბაქოში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე, მთელი დღის განმავლობაში იყო ეჭვი, რომ შესაძლოა, პრეზიდენტი აქციაზე არ მისულიყო.