"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე" | პრეზიდენტი შეკითხვაზე, მივა თუ არა 20 ივნისის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"მე არ დავდივარ პოლიტიკურ შეხვედრებზე" - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა 20 ივნისს, "სირცხვილიას" მიერ დაგეგმილ აქციაზე მისვლას.

"სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ წავა ერთზე და არა მეორეზე და მესამეზე" - ამბობს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, 20 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია - "შინ ევროპისკენ" გაიმართება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი