პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, თუმცა მთავარი პოლიტიკური მსხვერპლი ისევ ციხეშია.
8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლად ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. საარჩევნო სისტემა 120/30-ზე მოდელით შეიცვალა, მაგრამ გიორგი რურუა ისევ ციხეში რჩება.
დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ. ხელისუფლების ოპონენტები საკუთარ პოზიციას არ ცვლიან და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით ხელისუფლების ოპონენტებმა ქართულ ოცნებაზე ზემოქმედების ბერკეტები დაკარგეს, რადგან დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, გიორგი რურუას გათავისუფლება კიდევ უფრო საეჭვო ხდება.
ერთადერთი ბერკეტი, რომელიც 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის რჩება, მმართველ გუნდზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებაა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მათი მხრიდან შეთანხმების ყველა პირობა შესრულებულია.