აქცია ვიწრო წრეში | პრეზიდენტის გზავნილები და ვითარება ევროპის მოედანზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის აქცია ვიწრო წრეში. ბაქოდან დაბრუნებული პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით დაანონსებულ აქციაზე დაგვიანებით მივიდა და თავადვე აღიარა, რომ ევროკომისიის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებამდე ხალხის შეკრება გადაწყვიტა, თუმცა აქციის დაორგანიზება, ან მომზადება არ უცდია.
პრეზიდენტს, რომელიც, როგორც თავად ამბობს საქართველოში ევროპული მომავლის გადასარჩენად დაბრუნდა, არაფერი უთქვამს, რატომ არ შეასრულა ევროპარლამენტის რეზოლუციის რეკომენდაციები, რატომ არ შეიწყალა ნიკა გვარამია და რატომ არ მიიღო გადაწყვეტილებები მიხეილ სააკაშვილზე. 

"მიმართეთ ხელისუფლებას, მიმართეთ მთავრობას" - ასეთი იყო სალომე ზურაბიშვილის პასუხი ყველა კრიტიკულ კითხვაზე. თავად "ქართული ოცნება" კი დღეს ევროპის მოედანზე არ გამოჩენილა. პრეზიდენტის სპონტანურ აქციაზე ოპოზიციიდან მივიდნენ "ლელოს" წევრები, რესპუბლიკელები, პარტია სამართლიანობისთვის. რიყეზე გამოჩნდა წარსულში მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძეც. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი