საქართველო სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული რუსეთზე. 314 მილიონი დოლარის გზავნილი მხოლოდ ერთ თვეში - რა არის ფულადი გზავნილების მოცულობის ნახტომისებური ზრდის მიზეზი?
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კრემლს თავი აარიდოს საერთაშორისო სანქციებს. რა შედეგი ექნება მომავალში ფინანსურ ნაკადის შეწყვეტას ნათელია - ქართულ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას წინ კიდევ ერთი კრიზისი ელის.