"აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, აქედან 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები"... | კობახიძემ თავები ზურაბიშვილის აქციაზეც დაითვალა

გამოქვეყნდა:

"რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და პირიქით, კონტრპროდუქციული იქნებოდა, ეს ახდა და ასეთ ინიციატივაში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით მონაწილეობას", - ასე შეაფასა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ ევროპის მოედანზე გამართული აქცია. 

კობახიძის თქმით, 300-კაციანი აქცია ეს არის სრულად აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოშია. 

"ჩვენ რაც ვთქვით, ის გამართლდა, აქცია აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხარს უჭერს მოსახლეობის 85 პროცენტი და დღეს აქციაზე მისული იყო 300 ადამიანი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო პრეზიდენტი, ელჩები, ჟურნალისტები და ადმინისტრაციის თანამშრომლები, პლუს პოლიციელები. როდესაც ასეთი მოუმზადებელი ინიციატივით გამოდიხარ, მინიმუმ, ვიღაცას უნდა შეეკითხო.

ელემენტარულად, ტექნიკური მხარეც რომ ავიღოთ, ვიღაცას ხომ უნდა გაეფრთხილებინა მერია იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, უნდა შეზღუდულიყო მოძრაობა. ინიციატორის მხრიდან ასეთი გაფრთხილება თუ არ შედის, მერია ასეთ ზომას თვითონ ვერ მიიღებს, ხომ?! არც მოძრაობა იყო შეზღუდული და ხალხიც არ იყო მისული“, - თქვა კობახიძემ.

კობახიძემ აქციის მონაწილეთა თავები დათვალა და თქვა: „როდესაც ევროინტეგრაციას მხარს უჭერს მოსახლეობის 85% და 300 კაცი გამოგყავს, ეს შეცდომაც არ არის. ეს არის დანაშაული, პირდაპირ ასე ვიტყოდი". 

იხილეთ პრეზიდენტის განცხადება:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი