აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მარგარეტა სედერფელდი და პოლონეთის სეიმის მარშალის მოადგილე, მალგოჟატა გოშიევსკა საქართველოში იმყოფებიან.

ისინი "თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციას" დაესწრებიან, რომელსაც პრეზიდენტი 09:00 საათზე გახსნის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება. ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს, როგორ შეუძლია აშშ-ს მხარი დაუჭიროს საქართველოს კანონის უზენაესობის განვითარებასა და ეკონომიკის დივერსიფიცირებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი